0 196

და მომაგონდა მისი სახელი


თოვდა და თოვდა ბარაქიანად,
ირგვლივ აფენდა თოვლის ფანტელი,
ის იყო სუფთა,თეთრი კრიალა,
ვერ გავიხსენე მისი სახელი.

ვუმზერდი დიდხანს ღელვით და თრთოლვით,
ისიც მიმზერდა ეშხით აღსავსე,
გახარებული პირველი თოვლით,
ძაან მიჭირდა ასვლა აღმართზე,

იგი წავიდა უცბად გამშორდა,
წამოიჭრა და გაფრინდა ისე,
მის მიმართ ჩემი გული გაცივდა,
და დაბნეული ვიდექი ისევ,

თოვდა და თოვდა ბარაქიანად,
და თოვლი იყო უფრო კრიალა,
ვიფიქრე ბევრი და მომაგონდა,
მისი სახელი იყო ცქრიალა.
კომენტარები (0)