შენ ჩემს გულში ანთებულო ალმასო


მე შენ გიმღერ,გოგოვ გენაცვალები,
მომწონს შენი გიშრიანი თვალები,
არ დამტოვო,ნუღარ დამემალები,
შენ ჩემი ხარ,სხვა არ მინდა ქალები,

სად წახვედი,სად გეძებო ლამაზო,
მომენატრე,ნუთუ არ გებრალები?
სიყვარულმა ჩემი გული აავსო,
რაც დრო გავა,უფრო შემიყვარდები,

ყოველ ჩქამზე ვფხიზლობ,შენ გელოდები,
არ მომიხვალ?კლდეზე გადავვარდები,
იმედია, მაპატიე ცოდვები,
შემიბრალე,გულზე მაწევს ლოდები

დამიბრუნდი,დამიბრუნდი ლამაზო,
შენ ჩემს გულში ანთებულო ალმასო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი