0 233

დუდუკის ხმა


მესმის ჰანგი ძველი ქალაქური,
დუდუკის ხმას რა სჯობია ნეტავ?
დალოცვილი ეს ღვინო კახური,
და შრიალი ცას აწვდილი ხეთა.

რა სჯობია ბუნებაში ქეიფს,
ძმაკაცებთან დროსტარება,ლხინი,
ჩვენი სუფრა შეშურდება შეიხს,
იფხიზლებს და არ ექნება ძილი.

მესმის ჰანგი ძველი ქალაქური,
და სიმღერა ტკბილი,საამური,
დალოცვილი ეს ღვინო კახური,
ლავაში და ყველი ალვანური.
კომენტარები (0)