დედის მოგონება


ვინც მე მშობა და გამზარდა,
ის არის ჩემი მშობელი,
არ დაიშურა ძალღონე,
მაჩუქა წუთისოფელი.

დედა მიმღერდა ნანასა,
ალერსი არ მომკლებია,
არწევდა ჩემსა აკვანსა,
გულშიაც ჩამხუტებია.

არ დაგივიწყებ მშობელო,
რაც ცხოვრებაში მიკეთე,
პატარა ბიჭი დამტოვე,
ვერ გაგიკეთე სიკეთე.

დრო გარბის სულ მაგონდები,
ვეღარ გიხილავ დედაო,
დარდი მტანჯავს და ვღონდები,
წამით გამოჩნდე ნეტაო.

ძალიან მომენატრები,
დედა შორდება შვილსაო,
ვიტანჯები და ვიწვები,
შევყურებ დედის ჩრდილსაო.

რა გავაკეთო არ ვიცი,
ცოცხალს შენ ვეღარ გხედავო,
სანთელს აგინთებ განვიცდი,
ჩემო მშობელო დედაო,
მენატრები და გიგონებ,
ვერ გავინელე სევდაო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი