3 მარტი


რატომ არ გძინავს?!ამბობდა დედა
როცა შუაღამით ნახავდა მღვიძავს
ტკბილი ძილიო ჩამჩურჩულებდა
ახლა ჩემს სიზმრებს არავინ იცავს

ძილი კიარა მინდორში უნდა
ყოჩივარდებს და ლურჯ იებს ვკრეფდე
თაიგულებად უნდა ვკრავდე და
მისალოც სიტყვებს ბარათზე ვწერდე

დღეს დედის დღეა ძილი კიარა 
კულინარიის წიგნს უნდა ვშლიდე
ვაშლის ნამცხვარი უყვარდა დედას
და მისთვის უნდა ღამეებს ვცრიდე

რა დამაძინებს როცა ჩემს სიზმრებს შემოეჩვევია ბოღმა და სევდა
რა დროს ძილია როცა ასეთ დღეს
ჩურჩულით ვამბობ,,გილოცავ დედა"
 
ძილისპირულის ღიღინში დედას
ჩასძინებია ზრუნვით გადაღლილს
მე ახლა უნდა საფლავთან ვიდგე
და ულოცავდე დედას გარდაცვლის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი