მოდი გავიაროთ ცოტა


მოდი გავიაროთ ცოტა
და თან მომიყევი რამე
როგორ მიღალატე როცა
ფერდში შემოგენთო ღამე

როგორ ქირქილებდით ჩემზე
მოდი გავიცინოთ ერთად
იქნებ ჩემს სულელურ ლექსზე
ადრე გრძნობები რომ ერქვა

გული ავურიოთ სასმელს
როგორც ნაბიჯები ფეხის
ღამეს ას გრამად რომ დალევს
და თავს უსაშველოდ
ესხმის

ბუღი ოცნებების სახლზე
თითქოს ათი წუთი ექვსის
წამებს ჩამოიცლის დახლზე 
დროა ვიკეტებით ესმის

ხოდა გავიაროთ სადმე
მოდი შევუერთდეთ მთვარეს
აქ სულ ადვილია ცამდე
თუნდაც მცირედი რომ გწამდეს

მოდი გადავუხსნათ ძირი
ამ ჩემს მაკასინებს სულაც
თქვან რომ მიწამ გვიყო პირი
ხოდა კიდევ ერთი ქულაც

უნდა მოვიპოვოთ ერთად
რთული არჩევანის გარდა
ასე მარტივია ბევრად
თავი გავიტანოთ რადგან

 ჩვენი ოცნებები სახლზე
თუნდაც მიღალატე სადაც 
ღამე დაიცლება დახლზე
როცა მიატოვებ მასაც
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი