0 11

,,ფსევდოთავაზიანობა”


ის შემხვდა...თვალი ამარიდა, მაგრამ მე რის მე ვიყავი?! მივედი და სანთებელა ვთხოვე.ამათვალიერა დააპირა თქმა ,,არ ვეწევი”მაგრამ ინსტიქტურად წაუცდა ჯიბეზე ხელი ასეთ დროს ფორმალურ თავაზიანობას ყველა ინარჩუნებს მით უფრო თუ ცინიკოსთან გვაქვს საქმე,ხოდა რამდენჯერმე ააჩხაკუნა.  პირველ ჯერზე ცერი აუცდა,მეორედ ხელში გააქნია რამდენიმე უწმაწური სიტყვის ფონზე და უსიამოვნოდ გამომიწოდა ,,აბა შენ სცადე” პირველივე ცდაზე ავანთე ეგონა ვერ მივხვდებოდი რომ ყოველი მისი ქმედება ჩემთვის ცხოვრების გართულებას ისახავდა მიზნად.თავაზიანად გადავუხადე მადლობა და ის იყო დაბრუნებას ვაპირებდი დამასწრო და უხეში ,,არ გაგყვეს”გაისმა.ჩემი პასუხი იყო ღიმილნარევი ,,აიღე”
თუ დრო გაქვს ჩამოვსხდეთ თქო დავაყოლე და ხელი ბარდიულისკენ გავიშვირე.,,აქ არა” თქვა და სიგარეტის ღერი ფეხით ისე გასრისა უსათუოდ ფეხსაცმლის ძირზე ვეგულებოდი.ყოველ ჯერზე როცა მას ვხვდები სურვილი მიჩნდება ოღონდ არა მისდამი...
კომენტარები (0)