მზესუმზირები


დაგვტოვეთ მარტო მე და ჩემი სიამის კატა,ოთახში,სადაც მზესუმზირები ხარობს ქოთნებში...სადაც არ უნდა წავიდე უკან დამყვებით.საკუთარ სახლში,საკუთარ ოთახში...გაუფრთხილებლადმოდიხართ და უკითხავად აღებთ კარს.რაკი ამდენი მტვერია სახლში გგონიათ უფლება გაქვთ ბინძური ფეხსაცმლით დაიაროთ ყველა ოთახი?მე რას მედრებით ყოველდღე დამლაგებელი გიწესრიგებთ ოთახებს,მე უბრალოდ ახლახანს შევიცვალე სახლი და ყველაფერი არეულია...დავლაგდები ნელ-ნელა.კედლებზე ფერის შეცვლით დავიწყებ.ზედმეტად ფერადია ყველაფერი,სჩანს ჩემამდე ბაშვიანი ოჯახი ცხოვრობდა,აი შეხედეთ ის საწოვარა,ვირთხებს დაუღეჭავთ,ვირთხებზე გამახსენდა სათაგური დამჭირდება...
ამ ყუთების გახსნა ისე მეზარება არადა ახალი მტვრის ბუდეა,გამიჭირდება იმ ნივთების ამოლაგება ძველ სახლს რომ გამახსენებს,თანაც არც მჭირდება.ალბათ აჯობებს პირდაპირ სხვენზე ავიტანო.თქვენ კი...დამტოვეთ მარტო ჩემს არეულ ოთახში,სადაც მხოლოდ იმიტომ მოდიხართ რომ ქვეყანას გააგებინოთ როგორი ქაოსია აქ.მოდიხართ და სუნთქავთ ჟანგბადს რომელიც ისედაც არ გვყოფნის მე და ჩემს კატას.ფანჯარა რომ მქონდეს კიდევ მესმის გავანიავებდი,მაგრამ ასეთი უჰაერობა და კიდევ თქვენი ბაქტერიებით სავსე ამოხველება?!ქუჩიდან მოსულები ქურთუკსაც კი არ ტოვებთ კართან.არანაირი ჩაი და ყავა!ჯერ არ გამნელებია წინა სტუმრობაზე ჩემი საყვარელი ფაიფურის ფინჯანი რომ გამიტეხეთ.როგორ მესაყვედურა ჭურჭლის  გამო?!არადა მიყვარდა...მოდიხართ და ქექავთ ყველაფერს,ტანსაცმელსაც კი,თქვენს ტანზე იზომავთ და მეუბნებით რომ მე არ მომიხდება.წიგნების თაროსთან რაღა გინდათ?!გესმოდეთ მაინც რამე,ჰო ჰო რომ გესმოდეთ  ამ დროს დაიბანდით ხელებს და არა ბრენდული სათვალის მორგებისას,როგორ მახსოვს იმ დღეს გადმოიღე სარტრის ,,ადამიანური ყოფა და არარაობა" და მეუბნები რა ლამაზიაო,მაგიჟებს თქვენი ,,ლიტერატურული"შეფასებები.ახლაც კი აჩნია სტენდალის ,,წითელ და შავს"წითელი და შავი ლაქები ნამცხვრის.დაგვტოვეთ მარტო მე და ჩემი სიამის კატა,ხედავთ როგორ მიძვრება საწოლქვეშ?!ჰო ჩვენ არ გვიყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები,არც დამლაპარაკებელი მჭირდება და არც მრჩეველი ჩემი გვირილის ქოთანიც მშვენივრად მცემს პასუხს კითხვებზე.მთავარია სწორად დავსვა კითხვა,რომლის პასუხიც უნდა იყოს კი ან არა,ისეთი გულწრფელია გვირილის ბოლო ფურცელი.თქვენ კი მოდიხართ დაუკითხავად და განსჯით ჩენს გემოვნებას ჩემი ოთახის ინტერიერს,მოდი ის სავარძელი შენ რომ მოგწონს შენს ოთახში დადგი,ჩემი ქვიშის საათის ყურებაში საკუთარი დრო გამოგეპარათ.მერე ეს ჰუმანურები და ჰომოფობები,ლიბერალები და ანტილიბერალები,მორწმუნეები და ათეისტები,პოლიტიკურები და აპოლიტიკურები,მშვიდები და ნერვიულები.მოხვალთ და აქ მოგინდებათ შფოთი და დავიდარაბა.თქვენი გაუთავებელი ხმაურის გამო გამომაძევეს ძველი ბინიდან,მე თქვენი სამყაროს მიღმა ვარ და აქ აყალმაყალს არ დაუშვებ!ნუ მაიძულებთ საკეტი გამოვცვალო...დაგვტოვეთ მარტო მე და ჩემი სიამის კატა ოთახში,სადაც ფანჯარა არ მაქვს და მაინც ხარობს მზესუმზირები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი