აგერ ღელეა და ყანა ..


აგერ ღელეა და ყანა ქერის,
ყანა შრიალებს და ღელე მღერის.
ჭიხვინებს ცხენი... (და, სხვათა შორის,
არ დაგავიწყდეს, ხარ ვისი გორის).
ქედების თავზე მიფრინავს ძერა,
ქედებზე ლურჯი სათიბი ღელავს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი