მოდი,წვეთებთან ცეკვა გასწავლო


მოდი...მეცეკვე!...
წვიმის წვეთებთან
ცეკვა მსურს გასწავლო!....
მოდი...მეცეკვე!..
უცნაურ გრძნობებით
მინდა, რომ აგავსო!...
მოდი...მეცეკვე!...
მერე წვიმაში
ერთურთი დავცალოთ!...
წვიმაში გულები
წვეთებით დავხატოთ!
ღრუბელს სისველე
მალულად ავწკაპნოთ!...

მოდი..რას უცდი!
მინდა სიყვარულით
დაღლამდე გაწვალო!...
კოცნაც რომ გასწავლო......
სულ მთლად რომ
დაგცალო....
გრძნობებით დაგსაჯო...
ალერსით დაგტანჯო...
ბაგეთი დაგთაფლო...
თითებით დაგქარგო...
რომ არსად დაგგკარგო...
სურნელით დაგათრო...
წვეთების სიწმინდით
ლაქები დავფაროთ...
ცრემლები დავმალო...
ტკივილი გავაქრო....
მოდი და გულის
სიგიჟეს გაგანდობ
და მერე ჩემს
სურნელს უთუოდ
გადაგდობ....

სიყვარულს გაგანდობ...
კოცნაში დაგახრჩობ...
გპირდები,- ყინვას
შენს გულში
სითბოთი გავადნობ.......
და მერე სამყაროს
სიგიჟე გადავდოთ....
მოდი...მეცეკვე...
წვიმის წვეთებთან
ცეკვა მსურს გასწავლო!!....

ანასტასია შიშინაშვილი 23.01.2015  00.20
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი