გაწვიმდა მაშინ...


გაწვიმდა მაშინ,
თუმცა არ მახსოვს
ეს როდის იყო.
შენ ვალსს ცეკვავდი
წვეთებთან და
მე მსურდა ტანგო!....
ტიროდი თითქოს,
მომეჩვენა...
ან მართლაც, --
ვფიქრობ....
გული მწყდებოდა
არ მიხმობდი
ცეკვისთვის..რატომ?!..
წვიმის ხმაური
ალბათ გესმოდა
შოპენის ვალსად,
მე კი ...
მე უფრო ცეცხლოვანი
მინდოდა ტანგო!........
ეს იყო მაშინ!....
ო, არ მახსოვს,
ძვირფასო,
როდის!...
სველი წვეთები
გაწვიმდა და...
მე ვიყავ მარტო!.............

გაწვიმდა მაშინ...
წვეთი ფიქრით
ტანზე გაწვიმდა....
ჩემს კოცნას,
რამდენს,
შლიდა... წმენდდა
და სულ გაცლიდა!.....
შენ რა იცოდი?!...
მე იმ ღამეს
ცრემლი გამიშრა!.....

ანასტასია შიშინაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი