0 64

შენც დაგივიწყებენ, თოლიან ..


შენც დაგივიწყებენ, თოლიან...
ადექი,ცხენები აუშვი
და შენით წადი წასვლამდე,
ვიდრე სხვა ძალით წაგიყვანს...
ვიდრე შენ სიოვდილს ნახავდე....
ადექი,რას უცდი?რას ელი?
ოქტომბერს ხელკავი გამოსდე
აუწყვე მის ნაბიჯს ნაბიჯი...
ნოემბერს არ შეხვდე ოღინდაც,
ადექი და შენით წაყევი....
დაასწარ ფოთლების სუიციდს,
მიწას დაფარავენ სანამდის,
მკვდარ და ხმელ ფერებს ნუ ატკენ...
იფრინე ცამდე და ცას იქით!......
ცხენები აუშვი,გელიან
ფრუტუნით,ფლოქვებით მიწის თხრით....
გადარჩი,
წადი აქედან...
გაასწარ წვიმებს და 
ქარიშხლებს.....
გაქცევას ვინ გკადრებს,
მითხარი?!....
არ აჰყვე არცერთ 
ჭორს,--გაფიცებ!...
................
და დამდის სულიდან
სისხლის ტბა....
და გამდის აქ ყოფნის
წამები.....
და მაინც დავცინი
ტკივილსაც....
მძიმეა სული საზიდად....
აუშვი თავლაში ცხენები,
გაასწარ,არ შეხვდე ნოემბერს.....
ოქტომბერს მოხვიე ხელები,
მკვდარ ფოთლებს
ნუ გაეთელვები......

შენც დაგივიწყებენ,თოლიან.....
სიცოცხლე სიკვდილთან ომია....
ეს წასვლა გაქცევა როდია....
ცხენები აუშვი,თოლიან!.........
კომენტარები (0)