0 29

ტივი


ტივზე ვზივარ, წყალს მივყავარ ხელზე ბორკილდადებული,
თვალებს ვხუჭავ... კიდევ ვხუჭავ... ვხუჭავ.. ვხუჭავ.. აღარ ვახელ
და შავ -თეთრი წერტილებით ვხედავ მხარეს, უცხო მხარეს
იქნებ ახლად დავიბადო, იქნებ სადმე ვიშვა მალე....

შუქებია ანთებული სხვასა მხარეს,უცხო მხარეს,
ღამე ჩრდილებს აზეიმებს და სინათლეს აკაკნკალებს....
მივალ მგზავრი მწირი ვინმე ფართო თვალებს ცას ვანათებ,
მაგრამ ზეცაც დამკარგვია... ქვას ვაგორებ ვით კამათელს...

მიწას მუხლებს თრთოლვით ვახებ და ჭაობის სუნი მძლავრობს,
მატლებს ყველა მიურთმიათ,რაც კი მიწის გულში ხარობს...
ცრემლი ვეღარ მოვიდინე,გამშრალიყო ვით უდაბნო....
რაც არ უნდა დაჭკნეს ,გახმეს,ვარდი მაინც სულ ხომ ვარდობს?.....

წამოვდექი ფრთხილად ფეხზე,გზა ბორძიკით გავაგრძელე,
მიშორდება სინათლე და ბნელი თავზე დამხარხარებს....
დაბადება მინდა მხოლოდ...მგონი სულ მთლად ვიღუპები...
არა,აქ რა მინდა ნეტავ?...რად არ გავყე აღმა ქარებს?.....

წყვილ წერტილად ვხედავ თვალებს ღამეს შუბლზე მინახატებს,
ვეღარ ვუძლებ ტკივილს უკვე... ძალა არ მაქვს...მივლასლასებ....
იქნებ უკვე ჯოჯოხეთის კარებს მიღებს თავად ეშმა
და სიცოცხლე, უკვე მკვდარი, უდევს ტახტთან,თავის ფეხთან....

სხვა მხარეა..სხვა სამყარო... ვხუჭავ თვალებს უფრო მეტად,
იქნებ კარგად გავარჩიო სად მივყავარ ბედსა ჩემსა....
სულიერი ვერსად ვნახე.. ხმა არ მესმის სულიერთა...
აღარც ნათელ წერტილს ვხედავ...ვეღარც გამწყრალს ჩემზე ღმერთსა!.....

მეშინია....უნდა ვძლიო შიშსა თვალებფართო შიშსა,
ამერია უფრო გზა და უკან ვეღარ,ვერ ვბრუნდები,
ჩავახუტე ქუთუთონი ერთმანეთსა მსგავსად სატრფოს,
ფიქრი მაინც შემიძლია და შენზე ფიქრს ვეხუტები.....

დამეხმარე!.....გამიყვანე ამ არეულ სიცხადიდან,
თორემ ...ხედავ?..ეშმამ ლამის მიმითვისა... სულ მიყიდა.....
ფეხზე დგომას ვეძალები,ვითარც ჩვილი ფეხადგმული...
მტკივა,მეწვის ეს სიბნელე....სული,გული მიმიყინა..

ვეღარ ვუძლებ...ვახელ თვალებს ...დღის სინათლე მიკაშკაშებს....
ტივზე ვზივარ ისევ მარტო.... ხელზე ბორკილდადებული...
წყალს კი ტივი მიყავს დაღმა...ტივმა უღმრთოდ გამიტაცა....
და უფსკრულში ვიჩეხებით ვით სიცოცხლის ბრალდებულნი....

2018
კომენტარები (0)