"არავინ ეძებს"


კაცი, რომლის სახე მთლიანად ნაოჭებს დაუღარავთ, წლების წინ, ჩემთვის საკმაოდ მასახერხებელ ფასში აქირავებდა ბინას. ამ ბინაში ათასი ჯურის ადამიანი შესულა, ზოგს კვირობით უცხოვრია, ზოგი კიდე საათებითაც გაჩერებულა. მეც ერთერთი მათგანი ვიყავი, დროებითი მდგმური. სულ ერთი კვირა დავყავი ამ ბინაში. თურმე ეს კაცი, დაახლოებით ოცი წელია რაც ამ ბინას აქირავებს და ამ ბინაში ერთ კვირაზე მეტხანს არავინ გაჩერებულა, განა იმიტომ რომ აქ არ მოწონდათ, არა უბრალოდ ბინის მეპატრონეს სურდა ასე და მაქსიმუმ ერთ კვირით დარჩენაზე უთანხმდებოდა დროებით მაცხოვრებლებს. აქვე ცხოვრობდა მოხუციც, ბინის მოპირდაპირე მხარეს.
 ამ კაცისთვის, რომლის სახე ნაოჭებს დაუფარავთ, არქონდა მნიშვნელობა ვინ რამდენი ხნით გაჩერდებოდა მის ბინაში, ან ვინ როგორი წარმოშობის, რასის თუ  სოციალური სტატუსის იქნებოდა. უბრალოდ ამ კაცს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა. ის ნებისმიერ მის მდგმურს, ასევე მეც,  უყვებოდა ერთ მუდამ უცვლელ და ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან, პატარა ამონარიდს.  ის ყოველთვის ასე იწყებდა:
-შვილო იცი რაღაც მინდა გითხრა და თუ გეუცნაურა მაინცდამაინც დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ.
 უკვე მერამდენედ გამიცრუვდა შვილო იმედი, რამდენჯერაც არ გავედი ჩემი სულიერი ბინიდან. იმის იმედით რომ იქნებ სადმე შემხვედროდა ის. მაგრამ, ყოველ ჯერზე ერთი  და იგივე. სად არ მივლია და სად არ დავდივარ ოღონდ თვალი მაინც მოვკრა, მაგრამ არა. ვერ ვხედავ, არც არასოდეს შემიმჩნევია. მგონი არც არსებობს, ნამდვილად ვერ გეტყვით,  ეგ როვიცოდე მალე დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არვიცი. როგორია ისიც არვიცი, გარეგნულად საერთოდაც არ წარმომიდგენია, იტყვით ალბათ ვინარი ეს სულელი აბა რაინაირად იპოვისო. ალბათ მართალიც იქნებით მაგას თუ იტყვით. მაგრამ სხვა რა დამრჩენია, მაგის პოვნა არის ალბათ ჩემი დანიშნულება. ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული ვბრუნდები ჩემ ბუნაგში და შევექცევი მარტოობას რომელიც სულთან მახლავს, რაც თავი მახოსვს. მგონი იმიტომ რომ ის ვიპოვო, შეიძლება. 
- თქვენ რას ფიქრობთ შვილო? ხომ ვერ მეტყვით როგორ ვიპოვო ან როგორ ვეძებო?.
ყოველჯერზე ამ კითხვით ამთავრებდა მოხუცი კაცი, რომლის სახე ნაოჭებს დაუფარავთ. 
მე მაშინ არაფერი მიპასუხია.
 ხოლო მისივე თქმით, მისი პატარა ცხოვრებისეული  ამონარიდის მოსმენისას, რაცარუნდა გასაკვირი იყოს, დამცინავი და აგდებული სახით არავის შეუხედავს მისთვის და მისი მონაყოლისთვის.   ყველას ქონდა პასუხი,  რომელიც საკმაოდ მკაფიო და ურყევი გახლდათ.  და როცა ვკითხე თუ რა უპასუხეს მისმა მდგმურება, მოხუცმა მითხრა: 
-შვილო იცი რა არის, ყველამ გულთან ახლოს მიიტანა ჩემი მონაყოლი და რაცარუნდა გასაკვრი იყოს ყველამ ვინც არუნდა ყოფილიყო, ჩემს ნათქვამში რწმენა ამოიცნო. რწმენა, რომელიც მათ ხელს უწყობდა და უადვილებდა ყოფას. რწმენა, რომლის მეშვეობით ხალხი კმაყოფილია.
-მერე მაგას რაჯობია. რა კარგი არ არის? ვეკითხები 
-რავიცი შვილო ალბათ კარგია, რადგან ყველა კმაყოფილია.
- და თქვენ რას ფიქრობთ? 
მოხუცმა ჩაიცინა ამ კითხვაზე. 
-მე ვფიქრობ, რომ სულელი ვყოფილვარ და ვარ კიდეც შვილო და იმ ნაოჭებს რომლებსაც ჩემი სახე მთლიანად დაუფარავთ არაფერი მოუციათ ჩემთვის.
- რატომ ამბობთ მაგას? 
ისევ ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- შვილო ყველას ნაპოვნი აქვს ის, რაც მე მთელი ცხოვრება ვერ ვიპოვე და რასაც ყველაფერი შევალიე. 
- და რატომ მოხდა ასე?
- არვიცი შვილო, ვერ გეტყვი, ალბათ იმიტომ, რომ ხალხთან კონტაქტი ბავშობიდანვე გაწყვეტილი მქონდა, მანამ სანამ ბინის გაქირავებას დავიწყებდი.
-მოიცა საერთოდ არგქონდათ ხალხთან შეხება?
- საერთოდ როგორ არა შვილო, მაგრამ უფრო გარეგანი და არაფრის მომცემი კონტაქტი. ყოველ შემთხვევაში „მის პოვნაზე არავისთან მილაპარაკია“. 
- და არაფრის მომცემი რატომ იყო?
-რადგან „მის პოვნაზე არავისთან მილაპარაკია“.
- კი მაგრამ ბატონო, რათ გინდოდათ მისი პოვნა, ის ისედაც ნაპოვნი არიქნებოდა უბრალოდ თუ ირწმუნებდით?
ოდნავ დიდი პაუზა გააკეთა.
- ჰმ... შენ არაფერი გესმის შვილო... გადაწყვეტილება კარგა ხანია მიღებულია... არავინ ეძებს.
კიდევ ერთხელ ჩაიცინა.
- გასაგებია.  ვუთხარი მე.
არადა იმ მომენტში არც არაფერი იყო ჩემთვის გასაგები, მაგრამ კიდევ კარგი რამოდენიმეჯერ ჩაიცინა.
კიდევ მინდოდა რაიმე მეკითხა და უფრო ზუსტად ჩავწვდომოდი მის ნათქვამს, მაგრამ სხვა დროისთვის გადავდე და ასე უადგილოდ გამოვემშვიდობე.ეს დიალოგი აღმოჩნდა პირველიც და უკანასკნელიც, ნუ ყოველშემთხვევაში იმ თემაზე რაც მოხუცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.  ერთი კვირის დამთავრების შემდეგ ჩავალაგე ბარგი და სხვა ბინისაკენ გავეშურე.  წამოსვლის წინ ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე, იქნებ გამოველაპარაკო და უკეთესი დიალოგი შედგესთქო, მაგრამ ყოველთვის იმას როდი ვაკეთებ რასაც შინაგანი ხმა მეუბნება. უბრალოდ მივეცი კუთვნილი ფული და გამომევემშვიდობე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი