სიმღერა


შენი ნუშის ბაღებს ისევ ჩუმად ათოვს,
გაზაფხული მოსვლას ისევ აგვიანებს.
ნუ დარჩები მარტო, ნუ დარჩები მარტო, 
სანამ გაზაფხული მოსვლას აგვიანებს. 
ჩემს ეზოში, კარგო, ბევრი უთოვია. 
ჩემი ატმის ტოტი ვეღარ უძლებს ამდენს. 
სანამ გზები არ ჩანს, სანამ თოვლი მოდის,
ფანტელები ჰყვება შენზე ახალ ამბებს. 
შენი ნუშის ბაღი, ჩემი ატმის ჩერო, 
გაყინული ტბები, ჩიტიც არ ფრთხიალებს,
ნუ დარჩები მარტო, ნუ დავრჩებით მარტო, 
სანამ გაზაფხული ისევ აგვიანებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი