პარადოქსიის ჯაჭვები....


-უკაცრავად, ჩემი მუზა ხომ არ დაგინახავთ?როდესაც მიფრინავდა თუ უბრალოდ მიდიოდა...
    გაფრენილან მუზები და დაუტოვებიათ სტრიქონები სახსოვარი ნივთებივით, არადა მე ხომ ვიცი ახლა თუ როგორ მინდიან  ისინი! თავიაანთი მშვიდი არეულობით, რომელიც ხელის მტევანს აახლოებს კალამთან, თავხედურად მოჭრილ ხისგან დამზადებულ ფურცელთან და ახლა რომ ვიღაცამ მნახოს როგორ დავმსგავსებულვარ გიჟს მუზის ძებნისას!? ხელს ჩაიქნევდა და იტყოდა 
    -მგონი,გაგიჟდაო რაღაც ვერ არის .....
   -რაღაც ვერ არის?
        რასლაპარაკობთ!? როგორ თუ რაღაც კალამი დამეკარგა!...
ხელის მტევანს მოსწყდა, ჩაიძირა და ჩაეფლო იქ სადაც ხშირად მე ვარ, უკალმოდ და მუზის გარეშე... ჭაობში.. 
ჭაობში ჩაიძრა:სხეული, გონება, ფიქრები, აზრები, იდეები, ოცნებები,ილუზიები და ისე მწარედ მახსოვს, რომ ამომიყვანეს ჭაობიდან, წამიყვანეს გამასუფთავეს, გამხადეს ჭაობში ჩასვლამდე , რომ მეცვა თეთრი კაბა და ახლა ჩემს ირგვლივს არსებული ეს თეთრი კედლები  ზუსტად იმ უმანკო კაბას წააგავს მერომ ასე უმოწყალოდ გავიმეტე ჭაობის ხავსისთვის...მაგრამ ღმერთია მოწმე ლამაზი იყო! ლამაზი იყო ჩემი დასვრილი კაბა, რომელზეც სულ ჭუჭყი, ხავსი და ტალახი კიარა ამ ყოველივეს უცნაურად ლამაზი ფერთა გამა იყო დატანილი! და თქვენ რა გგონიათ? ახლა რომ ასეთი თეთრია ჩემი ოთახის კედლები და კაბა, მე არ ვარ ისევ იმ ჭაობში? 
   -ღმერთმანი, თქვენ მხოლოდ ნიღაბი შემიცვალეთ!, ნიღაბი, რომ აღარ ვარ დახავსებული, ამდროს თქვენ რაიცით რა არის  ამ სულში? ანდაც გონებაში? ვინ არის ფიქრებში და სად ვარ თავად მე, არა ჩემი სხეულით, ასეთი მოწყვეტილი რომაა ჩემს სულს, არამედ ზუსტადაც   ამ უსხეულოდ დარჩენილი სულით!ხომ რათქმაუნდა ვერ შემნიშნეთ, მე აქ არ ვარ!  არ ვარ! 
-სად ხარო?
-ახლა მკითხავთ გაოცებული და ცოტა არ იყოს ირონიით, ისევ იმ აზრით მოტივტივე თავით, რომელიც შთაგაგონებთ, რომ მე გიჟი ვარ!?, არადა რაიცით იქნებ სულაც ცუდი ისაა თქვენ რომ არ ხართ გიჟები?
-ოხ! რამდენს კარგავთ რომ იცოდეთ! თქვენ ხომ მთელი ცხოვრება თბილად, კომფორტულად იკეტებით იმ ნაჭუჭში რომლის გატეხვაცაა ერთი დიდი სიამე, მაგრამ თქვენ რაიცით, ანდაც როდის მიხვდებით, რომ უნდა მორჩეთ ამ უაზრო ნაჭუჭის სახლივით მყუდრო ხედვას!, 
     ჯანდაბას ყველაფერი, მთელი ეს მორალური სულისკვეთების გამომაღვიძებელი ხმა! -აბა სცადეთ, გაგიჟდით და ლეწეთ ნაჭუჭები! დასვარეთ თქვენი კაბები! და მერე დაემხეთ მუხლის ჩოქებზე... ახედეთ ცას, შეხედეთ მზეს! და მიხვდით, რომ არაფერია მთელი ამ სამყაროს შეგრძნებაზე უკეთესი!  მერე იქნებ გამიგოთ კიდეც როდესაც, ასეთი გიჟი მზერით გთხოვთ მუზის მოძებნას...
      ჯანდაბას თქვენი ხორციელი მორალი, როცა სულ ასე სწყურია სიგიჟის წიაღი! 
-	და მართლა არ გინახავთ ჩემი მუზა!?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი