°°°°

ქარია გარეთ და
ნისლს, სძინავს ქალაქში.
დახეთქილ კედელზე,
ობობა ქანაობს.

დროს ვერ გრძნობ, 
გავიდა ასი და ათასი, 
წამი ან საათი,
ფიქრი და ცხოვრება_

ნიჟარებს ვიცილებ,
დალეწილ ფერდებში,
სუნთქავს და იხრჩობა
უწყლობით, ბავშვობა.

ქარია გარეთ და
სურვილებს მიწეწავს,
შენ არ ხარ.
არც მინდა, დავიწყო თავიდან.

ნისლია ქუჩებში,
თავს ირთობს ტაატით,
იცის, რომ მის გარდა, 
ვერავინ მიხვდება_
სად მიჰყავი ნავი ზღვას,
ქარიშხლის წინა დღეს.....

მე ვდგავარ,
ობობა, ჭერისკენ მიცოცავს...