ორი გზა გვაქვს მეგობარო


ორი გზა გვაქვს მეგობარო  ,დამერწმუნე ორი გზა
ერთი ზეცად აგამაღლებს , ერთიც ქვესკნელს ჩაგიტანს
არჩევანი სულ ორი გაქვს ,ან კის იტყვი ან არას
მეგობარშიც გაგიმართლებს ,გაგიმართლებს ან არა

სიყვარული რომ გეწვევა ,ტვინი აზრებს აიკლებს
იმ გოგონას შემხედვარე ,გული ძგერას დაიწყებს
უნდა სცადო , გაახარო , თავს გვირგვიდი დააფარო
გაბედო და გაუმხილო ,ფიქრი ვარდად დაუფინო

თუ მეგობრის განძი შენ გაქვს ,ერთ თეთრსაც ნუ აიღებ
ქარით მოსულს შენ ხომ იცი .ქარი უკან წაიღებს
თან წაიღებს დაფასებას ,უფრო წამში გაქრება
მეგობრებსაც რომ დაფანტავ , მერე გული დაგწყდება

არჩევას , ფიქრი უნდა ,შემდეგ გვიან იქნება
ბრილიანტის ძიებაში ,ქვები გროვად იყრება
სალოცავად წასულს გზაზე მრავალ მშიერს შეხვედები
ხელს თუ გაკრავ , სამოთხის კარს ,მერე ვეღარ შეწვდები
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი