0 70

დრამატული მგზავრი


დროდან დრომდე გადის ზღვარი
წუთიც მიჰქრის საზიზღარი,
ჩემი გზების მრჩება ვალი 
დამეკარგა გზა სავალი.

და მოარწევს გრუხუნს ქარი 
მალე მოვა ორთქლმავალი. 
ლიანდაგზე ის მავალი 
მუდამ მოსჩანს მისი კვალი...

ჩამოსდგება, აჰა ამ დროს 
მეკი წასვლის შიში მახრჩობს,
წარსულიდან მე ის მახსოვს 
მაახლოვებს მასთან აწმყოც.

სადგურ სადგურ დავუყვები, 
სადაც მისი სავალია 
და დავეძებ იმ ჩემს ტკივილს
მხოლოდ ისღა მაბადია. 

არა ცდები ჩემო ფიქრო!
ისიც სადღაც დაგკარგვია,
შეიგრძენი შენი თავი 
თუ როგორი გლახაკია.

რა გადარდებს?! რას შეჰხარი?!
რა გაქ იმის გარანტია,
რომ იპოვი იმ სიყვარულს 
რაც უკვალოდ დაგკარგვია.

ორთქლმავალი გავა მალე
თორმეტს რეკავს შუაღამე,
ყმუილს აღძრავს მემანქანე 
ბოლს აღმართავს მეცხრე ცამდე...

ჩვენ კი დავრჩით, "მე და ღამე"
ბოლო წუთებს მითვლის მთვარე 
და მენიშნა, როგორც ადრე,
მე ის მშთანთქავს ამაღამვე...
კომენტარები (0)