გულის საყდრისი


გულში ჭრილობის ვლესავ იარას 
განძ ჩამარხული, ვითარ საყდრისი 
მაჯის სიგრძეზე ვთესავ იარას,
დაე ღრმად მესოს სულში სადგისი.

არვის ვახარებ, არც მეხარება 
ალბათ ეს არის ის საკადრისი,
ტვინის ნაოჭი მივეც ნიავქარს
აღვძარ მე მხოლოდ გულში თარეში...

ეჰ, მე ეს მომწონს ამ გზად მიმავალს  დავეხეტები მის გზის ნარევში 
და შიგნით გულში, მუდამ ყინვა მაქვს
ასეც ვრუდუნებ მე ამ ხანებში.

მის ფანჯრებს გამვლელ მზერას მივაბამ,
იქნებ შევნიშო ამ ბნელ ღამეში, 
მაგრამ უჯერო ცდების ამალამ შემომათენა წვიმა ქარებში.

მარტოობისთვის ღირს სიყვარული,
ეს ფიქრი მათრობს მე ამ ხანებში
გულის ჭრილობის ვლესავ იარას 
განძ ჩამარხული ვითარ საყდრისი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი