0 56

europa


europa!..
(მუსიკას ვიკეთებ ვენაში),
ბაგეზე ღიმილი,
ასეთი განწყობა
ნერვებსაც ვერ აშლის,
ქუჩებსაც სურნელი აუდის შანელის,
ახალმა დაამხო წარსული შავბნელი...
georgia!..
მოღრუბლულ სახეთა არმია...
ბოღმა და სიცრუე
ამ ქვეყნის შარმია,
საკუთარ თავისკენ დავკარგეთ ბილიკი,
ასეთმა აურამ სულს ავნო! 
ხელთუქმნელ სულს ავნო...
ზურგსუკან ჩასაფრდა წყევლა და ქილიკი
და ფურთხი, ფურთხი!..
ქართული სუნამო.

2018
კომენტარები (0)