ჩვენ მოვალთ


გავა დრო და მოვუყვებით შვილებს,
ცხოვრების არსს - დანახულს და განცდილს:
რომ მდიდარი მხოლოდ ხრიკით იგებს,
რომ ღარიბი სიკვდილს მოსვლას აცდის.

გავა დრო და წაგვერთმევა მუხლი,
ვეღარ შევძლებთ დაუღლელად რბოლას,
ნაოჭებით გაივსება შუბლი,
კანკალისგან ვეღარ შევძლებთ სროლას.

გავა დრო და ჩვენს საფლავებს მარტო
მესაფლავე თუკი იცნობს ზოგჯერ,
ის დროც მოვა, როცა არვინ დარდობს,
არც გახსენებს და არც სტრიქონს მოგწერს.

გავა დრო და ისევ მოვალთ ქვეყნად!
შევაწუხებთ ჩვენ სამყაროს ისევ,
მანდ ვისურვოთ სიყვარული ბედად,
იმედია, ღმერთი ამას ისმენს.
1 კომენტარი
Lilith 3 თვის წინ

"იმედია, ღმერთი ამას ისმენს"
ისმენს მეგობარო, ისმენს
P.s ძალიან კარგი ლექსია.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი