იმედი


ეს დილა ჩემთვის იმედი არის. 
სიცოცხლის ცეცხლი გზებს გაამჟღავნებს.
მოგონებებით შორს ქროლვა ქარის,
ზამთრის ცივ ფიქრებს გააფერადებს.
ჟამი დადნება როგორც სანთელი,
გაამხელს მხატვრის სიზმართა ფერებს. 
დროში არავინ დარჩა უცვლელი.
თუმცა  აისი ისევ მაოცებს.
მხოლოდ სიყვარულს ვმალავ უთქმელი.
მუდამ იმედით ვითვლი წამებს.
თითქოს გავიდა ასი წელი,
გრძნობის კარნახით ვხატავ ლანდებს.

                 

15 დეკემბერი 2023 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი