უნდა გარისკო


***

უნდა გარისკო რადგან შენ აქ ხარ.
დღეები რომ არ ჰგავდეს ერთმანეთს,
ხიფათს გაიცნობ გზაში ათასგვარ,
სანამ ბოლომდე დაივლი ხმელეთს.

გული განიშნებს სხვას ვისღა ენდო,
მისი იმედით დახარჯავ წამებს.
სულის ტკივილიც რომ გამოცადო,
სანამ სილაღე შეგიმოსავს ფრთებს.

უნდა გარისკო დრო არ დაგიცდის.
სიტყვები არის ალბათ ლამაზი,
თუმცა საქმეებს ვერ გადაწონის.
შექმენი შემდეგი დღის მონახაზი.

იცოდე ეს დღე არ მეორდება,
გარისკე თუ კი ამისთვის მზად ხარ.
ღმერთისგან მარტო არავინ რჩება,
და უცხო ჭიშკარს ნუ გაურბიხარ.

სანამ შენ აქ ხარ სანამ გული ძგერს,
თუ დაიჯერებ გექნება რწმენა.
რითიც შეიძენ ძვირფას ელფერს,
დმუდამ მოგიწევს ჭირთა მოთმენა.

          

21 აპრილი. 2024 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი