უსათაურო

თმები გაუშალე ქუჩებს გადაღლილებს
ზემოთ აიხედე ცაა დარდის ფერი
მოვალ და მოგიტან დამჭკნარ ამ ყვავილებს
და ეს შუბლის ძარღვი ჩემში გადაჭერი

ისევ სისველეა თვალის გუგებთან და
ქუჩა მის ღამეებს ჩემში გაათენებს
მთვარეც ახალ სიზმარს ჩემთვის უკვეთავდა
და ღმერთიც უსაფუძვლოდ  სხვისთვის აკანებს

გძნობებს გადაღლილებს უკვე პატიებით 
და სისხლში გამჯდარი მაქ ქალ აქკტიონი 
მუზაც გადაღლილი ამ აპათიებით
გთხოვ ნუ გეგონები ვიღაც კზიოლი

ერთად მივუყვებით ქუჩებს დაორთქლილებს
გზაში საუბარი რაღაც მორიდებით
და თვალს გავაყოლებთ ქუჩის ბოლო ფირებს
ცა კი დატვირთული ისევ ჰოკინგებით

-შენხარ გენიოსი! ჩუმად დაგიყვირე
შენ კი გაგეცინა ყურის სიწითლემდე
შენმა სეხნიებმა ცაში გადიფრინეს
ისევ გამიბრაზდი სულის სიწმინდემდე