ა!

ხომ შეიძლება წერო აპრილზე 
ხომ შეიძლება წერო მაისზე 
ხომ შეიძლება წერო აწ ისე
მაგრამ სიყვარულს გადავაისრე

ყველა რითმა და ყველა მარცვალი
სიყვარულს რითმავს ჩემი ფურცელი
ბარათაშვილსაც გადავასწარი
და გრძნობა რჩება ისევ უცვლელი

ვაკვირდები და გული ბრაზდება
სანამდე უნდა გაგრძელდეს   ასე
ალბათ ლექსებიც მეტასტაზდება
და ლექსებს უცდის გაჩერებაზე

ყველა შეხვედრა არის საწყისი
ყველა დანახვა და მოლანდება
ლექსის წერის და კიდევ კრწანისის
და ჩემი სული მაშ მოლა ხდება? 

შენკი ლექსები მაინც არ მოგწონს
ამბობ ნუღარ წერ ნუღარ წერ ნუღარ
ნუღარ ჩამიქრობ ყინვაში კოცონს
ვისაც ვეძებდი ნამდვილად თუხარ