შეხვედრა ხიდზე

ქუჩას მოვუყვები სულით დაფეთებულ
ახლა ეს სიშორეც ჩემში მოახლოვდა
ქუჩა თმებს მოჰყვება უკვე და ედემურ
გრძნობის ახალ ნერგებს ჩემში დრო ახმობდა

უცებ გულის ცემა მეგა-ჰერცებში და
მგონი ეს ხიდებიც ყველა დაინგრევა
ალბათ გამარჯობაც გრძნობებს ვერ შეცვლიდა
შენთვის ადამი და ჩემთვის მაინც ევა

სიგარეტი პირში ურცხვად გავიჩხირე
ვეძებ სანთებელას კვლავაც უშედეგოდ
უცებ შევამჩნიე ჩუმად      ჩაიცინე
და ეს ჩემში დარჩა როგორც ფეშენ ეგოდ

მერე მეცვი პოვე ჩემი სანთებელა
ვუნთებ სიგარეტს და ბოლით ვათბობ ფილტვებს 
ბილიკს მივუყვები ისევ ნელა-ნელა 
ვფიქრობ შენი გულიც ამდენს როგორ ითმენს

ისევ ყველაფერის საწყისიხარ ჩემთვის 
შენგან ვერ მივდივარ გზები მავიწყდება
ალბათ ცოტა ხანში ღმერთიც არას მეტყვის
და ეს იმედებიც მაშინ  გამიქრება