***

შენს ცხოვრებაშიც დგება მომენტი,
როცა მიდიხარ უმისამართოდ,
მხოლოდ ერთობი სიმარტოვეთი,
და აღარ გინდა შემოგთავაზონ,

ბედნიერება,სიყვარული,ჰუმანურობა,
რადგან ყველაფერს ტკივილი ერთვის,
და შენ საღდები არარაობად,
იმედიც უკვე დაკარგე ღმერთის.

ის სიყვარულის წვრილი ფანტელი,
ვეღარ შეკარი,იმედის გუნდად,
ვეღარ დაარქვი შენს თავს სახელი,
და ხელს ჩაიქნევ მარადიულად

გინდა წახვიდე და გქაჩავს რაღაც ,
მონატრების და სევდის ლოდები,
რომელიც ფეხზე მოგაბეს ჯაჭვად,
და მაინც ვამბობ : "დაგელოდები".

იმედს რომელსაც ვერ ვკლავ ვერაფრით,
იმედს რომელსაც ბოლო არ უჩანს ,
იმედს რომელსაც ტკივილი არ ცვლის,
იმედს რომელიც თვალებს არ ხუჭავს.

მინდა ვეჩხუბო გავუბრაზდე და 
რომ სხვა იმედის გამოჩდეს ჩიტი,
ამ ლექსის დროსაც გადამათენდა,
და შენც ლექსებში გადამიწითლდი,

მე აღარ ვიცი საით წავიდე,
რომელ შენობას ამოვეფარო,
უნდა გავუყვე ამ გზებს საითკენ,
ხმა ამოიღე,ვკვდები შე ქალო.

ხომ უნდა მითხრა რომ ბოლო სიტყვა,
ბოლო სიტყვა,ფრაზა,ციტატა,
რომელიც  არ თქმულა თუნდაც ითქვა,
რა იქნებოდა? რას მოგიტანდა?

ყველა შეკითხვას არ ცოდნა ერთვის,
აღარ დავუწყებ პასუხებს ძებნას ,
მე უკვე დავწვი ხიდები ბეწვის,
და შეიძლება მუდმივად გერქვას.

ჩემში რაღაცის საწყისი,თავი,
რომელიც მუდამ ინთება,ქვრება,
საკმარისია ნავთი სულ გრამი,
აინთოს ცეცხლი,დაიწვას ქვანი.

ასე რომ მაინც აქავარ შენთან 
ვეღარ გავბედე აქედან წასვლა
ჩვენ დედმიწა ახლოს ვართ მზესთან,
და ახლა წვიმა დაიწყო თავსხმა.