ბებია

ბებია ცრემლებს იწმენდს 
ბევრი ტკივილით სავსეს
დიდ სევდას მასთან იწვენს
და ეძინება წამსვე

მუდამ ვსაუბრობთ ისე
წარსულის გულისწვაზე
და ღიმილს ვტოვებთ ისევ
ამაყი სულის ქვაზე

მუდამ ვუკითხავ ლექსებს
და ამით ვტკბებით მუდამ
ვაშენებთ ოცნების ჰესებს
სევდა კი წვეთავს ღრუდან