მოდი


მოდი ჩავკიდოთ ხელები
მერე გადავცუროთ ზღვები
უნდა შევიყვაროთ ფერები
რომ გავაფერადოთ სხვები

მოდი ჩავკიდოთ ხელები 
და გადავკეტოთ გზები
წყალს გავაყოლოთ გემები
თორემ უშენობით ვხმები

მოდი ჩავკიდოთ ხელები
და აგვითამაშონ ქვები
აღარ დაგვჭირდეს ბგერები
როცა ამ ლექსში მე ვდნები

მოდი ჩავკიდოთ ხელები
არასრულყოფილი ხმები
გვიცდიან მგონი სკვერები
მაგრამ უჩვენობით ვქრებით
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი