ნინის

ლექსების წერა შენით დავიწყე
სიმართლე ნამდვილად უნდა ითქვას
არ შემიძლია ვწერო აპრილზე
შენში ნელ-ნელა ვეჩვევი ყვინთვას

ვფიცავ დღეიდან ლექსებს აღარ ვწერ
და დავსეირნობ ქუჩაში ნელა
მაგრამ შემხვდები სოფლის აღმართზე
და მე დამღუპავს ეგ შენი მზერა

უკვე რომ ყველაფერი მორჩა და
დაგემშვიდობები კი ღიმილით
მე არაფერი არ გამომრჩა და
კვლავ უძილობისა ნინი ნი