ნინი ნინ ნი


მინდა სიმართლე შემოვასწორო
და სინამდვილეს მხარი ავუბა
დაიმახსოვრე ნინ არის ბოლო
და სახელ ნინის ვადა გაუვა

ეს ილუზიაც უკვე მომბეზრდა
და რეალობას ვეღარ ვეჩვევი
ახლა ოღონდაც ნინ ი ლოცედა
მერე მითვალე თუნდაც ნეკნები

მინდა ვიცხოვრო სინამდვილეში 
და მაინც მუდამ ყველგან დაგეძებ
ვერსად გიპოვე ნინ ამ ფირებში
და ვსუნთქავ როგორც თევზი ანკესზე

ჩვენ ყველას ვადა გასული გვქვია
აღარ ვართ ალბათ ვარგისიანი
და ჩემ მუზასაც ნინ აწერია
წინა ცხოვრების ხალისი(ანე)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი