ვერასდროს თქმული

შენს თმებზე ძილი რახანია არ მღირსებია,
არ მღირსებია შენი თბილი ხელის შეხება,
გზას ველოდები,ახლა ჩემთან მუდამ ბნელია,
და უსათუოდ ეს ტკივილი აღარ ეტევა,

გულში, რომელსაც აუკრძალეს ბედნიერება,
არ შეუძლია ყოველ ღამე რომ არ იტიროს,
ყოველ ღამე, ასე საცოდავს ცრემლი ერევა,
არ შეუძლია სხვების მსგავსად მაღლა იფრინოს.

და შენ,რაგიყო შემახსენე მიდი მითხარი,
საით წავიდე,საით გავყვე გზებს დაობილებს,
ჩემთვის? მარტივად დასაშვები ადრე იყავი,
ახლა კი კედლებს ვეხუტები, სულის ბორკილებს.

კედლები არსად არმიდიან,არ იცვლებიან,
მუდამ ცივები დარჩებიან როგორც ყოველთვის,
ასეთ ლექსებზე დამიჯერე თუ წითლდებიან,
მაშინ იმ კედლებს ყოველ ღამე სითბო მოელის.

შენთან მოვდივარ მაგრამ ჩემი ხმა თუ კანკალებს,
რაც საჭირია ვეღარ გეტყვი ალბათ ვერასდროს,
თუ ვეღარ ვცდები რახანია მახინჯ დარაბებს? 
შენი გრძნობები შენს საწოლთან აღარ გელაგოს!