როცა ბილბორდები შენზე მაღალია


როცა ბილბორდები შენზე მაღალია,
თავზე გადმოგყურებს ცათა ცათამბრჯენი,
ჩვენთან გასათბობად ახლაც არაყი,
და თავს დამატყდება წვიმის განჩენი

როცა ყველა წვეთი მხრებზე დამაკვდება,
ნელა მივდივარ და ზღვაში ვიფერთხები,
ზოგჯერ რომანტიზმი ასე არ მართლდება,
ალბათ ჩემს სტროფებთან ახლა ვიკეტები.

ზღვას გავყურებ როგორც ერთ დროს ჰემინგუე,
დადებითობაზე ვფიქრობ უაზრობის,
სისულელეებსაც ისე შევეგუე,
აღარ მეშინია ჩემი უ-აზრობის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი