?

ის რაც ვერასდროს გავიგეთ,
რჩება შეკითხვის ამარა,
პასუხს არავინ გვაღირსებს,
გულიც უეცრად დაღალა.

ვეძებთ პსუხებს კითხვებზე,
თუ რა იქნება წლის ბოლოს,
კუბოს ფიცრებზე ვისვენებთ,
მაგრამ რას ვუზამთ იმ ჰორმონს.

რომელიც იმედს გვაძლევს და,
საბაბსაც უიმედობის,
ადრე ნამუსი ჩვენც გვეცვა,
საბაბიც ურთიერთობის.

მაგრამ უდროოდ გაგვხადეს,
წაიღეს სულ ყველაფერი,
არსაით გადაგვასახლეს,
და გვტკივა ის ცრემლნადენი,

თითქოს ბაქანზე ჩვენ ვდგავართ,
და ველით ბოლო იმ ვაგონს,
რომ აღარ ჩამოიარა,
და იმედების წვიმა თოვს.

ყველა ჭრილობა იხსნება,
კაიხნის დავიწყებული,
გარემო მოწამლისფერდა,
მაინც რას უძლებს ეს გული.

და ასე დაქანცულები,
ველით პასუხებს კითხვაზე,
სად არის თოფის ლულები,
თუ აღარავინ იწვალებს!!!