მე ის აღარ ვარ

მე ის აღარ ვარ ვისაც ადრე ამბით იცნობდი,
გზა შევიცვალე ახლა უკვე მარტო გულთან ვარ,
გადავაგორე ბელტები კენჭები და ლოდი,
ალბათ ჩემთანაც ოდესმე თუ გაზაფხულდა და 

გამოანათებს ვარსკვლავები მზე და მთვარე და
გადამავიწყა დეპრესიის ყალბი ფიქრები,
ბედნიერების ჰორმონებიც გამითავხედდა ,
და მერე უკვე არავისი აღარ ვიქნები .

წამოვწვები და ერთ-ორ ლექსსაც ჩემთვის ჩავარტყამ,
გადავბრუნდებ და ვიძინებ დრო გამოშვებით ,
ფიქრებს ვულაგებ შუა ზღვაში გემებს და ვატან ,
და ამდროს სიზმრით გაჟღენთილი კვლავ წამოვხტები.