საქართველო


დღეს საქართველი გატიტვლებული
არის მსოფლიო გამოფენაზე,
აქვს ისტორია შემოხეული
უსინდისოთა წარმოდგენაზე.

წლის სავიზიტო ბარათებია:
მოღალატეთა მოღალატენი,
ჩემი სამშობლო გადამდებია,
იმას და ამას ერქვას ქართველი

სირცხვილია და ხელი აიღო
ხალხმა, სისხლზე და რჯულზე, მიწაზე.
ნეტავ ასეთი ხალხი სად იყო,
ან და ეს ღმერთი რა ვერ იწამეს.

შეშინებულო სამშობლოვ ჩემო,
გულგატეხილო და გაყოფილო.
ნეტა ჩვენები გამოვაცოცხლო
და ეს სიცოცხლე შენც გამყოფინო.

ეს აფხაზეთი როგორ მოგვტაცეს?!
თუნდ ტაო იქეთ ან საინგილო...
რა დაგვემართა ადრე ლომკაცებს?
ლეშს ვერ გვპარავდა უწინ მიმინო.

ვიცი ეს ჩვენი... ჩვენი ბრალია,
ჩვენ სათანადოდ ვერ მოგიარეთ,
შენი ვენახი გაუმსხლავია,
ვერვინ უხსნის და უხვევს იარებს.

ისე მიყვარხარ შენს ხსენებაზე,
სისხლი დუღდება და იწყებს ხეთქვას
ვენები, ვფიქრობ ამ ქვეყანაზე
ვის შეიძლება ქართველი ერქვას?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი