სიმაღლე

სიმაღლე როცა იწვევს დუელში
სიამაყეს და მის ლაწირაკებს 
აღარ ჭირდება შენს თავს ნუგეში
და გორაკებსაც შენ უწილადებ.

შტრიხ კოდს რომელსაც ჩვენ დაგვადებენ,
რითიც ცნობილი იქნება ფასი,
ვადაგასულები გარეთ ყეფენ,
და ვერ იქნება სულ ყველა კასი.

მიყვარს როდესაც იხსნება ფარდა,
და შენ სიმართლის გახდები მცველი,
ახლა შენ უკვე სიმშვიდეც ხარ და,
თანაც სიმშვიდის ვერაგი მკვლელი.

ვერსად მიდიხარ და გიხმობს ზეცა,
ანდაც ფოთლების კორიანტელი,
შენზე კითულობს მთავარი პრესა,
სიკვდილს მოუნდა შენთან ბარტერი.

აქ ხარ მუდამ და თან აღარახარ,
თითქოს ჭრილობა ამოავსე და,
ეს უკვდავება რამ დაგანახა,
შენმა ცხოვრებამც თითქოს გაჭედა.

დაარეფრეშე გაზაფხული და
ზამთრის უსულო მშრალი ფიფქები,
მე ქუჩის ბოლოს გასანთლული და
გრძნობით აღსავსე მარტო ვიქნები.