ტყეში წასაკითხი ლექსი

შევფუთოთ ჩვენი ჩვილი გრძნობები,
დავფლათ როგორც ძვირფასი ნივთი,
არავის ვუთხრას მკვდარი სტროფები,
და მხოლოდ უღრან ტყეში თუ იტყვი.

უყვები ხეებს რომელსაც ეწვის ,
შენსავით მისი უკვდავი გრძნობა,
როდესაც ყურში ესმის ხმა ლეწვის,
მაშინ გრძნობები იწყებენ ლპობას.

გრძნობებს სურნელი დაყვება თუჯის,
მასავით ფრთხილად მოვეპყრათ უნდა,
თითქოს ეტყობა იარა      ტუჩის,
არ მივაკაროთ არცერთი გუნდა.

-ჩუმათ იყავი ისუნთქე მშვიდად,
არავის უთხრა რომ ხარ ცოცხალი,
შენ მომევლინე უცნაურ   ჩიტად,
და დაგერქმევა ჩემში როს ქალი?.

ისინი არსად იფანტებიან,
დაუკითხავად აღარ მიდიან ,
გრძნობები შენი ჭიკარტებია,
რომელიც გულზე ასე გკიდია.

-ჩუმათ იყავი ისუნთქე მშვიდად,
არავის უთხრა რომ ხარ ცოცხალი,
შენ მომევლინე უცნაურ   ჩიტად,
და დაგერქმევა ჩემში როს ქალი?.