თვალები

შენი თვალები გადაურჩა მხოლოდ სიბერეს,
შენმა თვალებმა შეისრუტა ყველა ტკივილი,
სველი თვალები მომავალში აღარ იბედებს,
კვლავ გააგრძელოს სევდის წინაშე დე ჭიდილი.

ყოველთვის მწამდა თვალების და უფრო ცისფერის,
რადგან ცის ფერი სამყარო ხომ უფრო დიდია,
და ეგ თვალები სამუდამოდ ნეტავ ვისელის,
შენსგარდა მგონი ყველფერი ტლუ და ფლიდია.

მაგ შენს თვალებში ზღვა არის და კიდევ ორი მზე,
ზღვა კი ყველაფერს ნაპირისკენ გამოაყოლებს,
და ეს ლექსებიც იწერება ასეთ მოტივზე,
ახლა კამათლებს როგორც წესი დრო გააგორებს.

მე კი წავედი, აღარ მკითხო საით? როდემდე?
ჩემს თვალებს აღარ შეუძლია ტანჯვის ატანა,
ასე სჯობს მეთქი,დამიჯერე, ერთხელ მომენდე,
და დავბრუნდები როგორც წესი ისევ პატარა.

ისევ მარტივად საპოვნელი, ისევ სულელი,
ღვინის ბოთლით და ცრემლიანი მძიმე თვალებით,
ჩემ გამოჩენას შენ სახლისწინ, ასე თუ ელი?
შენთან მოვდივარ ღვინის ბოთლით და მოკრძალებით.

შენ დაგინახე და კვლავ უკან ნელა გავბრუნდი,
გადავიღალე მაგ თვალებივით დამძიმებულით,
ცრემლმ შემშრალი და გადამჭკნარი გადაგახუმდი,
და ამ თვალებზე უფრო ადრე კვდება ეგ გული.

შენი ცისფერი უიმედო ფართო თვალები,
შენი პატარა სევდიანი ჩემოდანია,
აღარ იღება ჩემი სახლის უშნო კარები,
ჩემმა სხეულმა 
ოთხ კედელში სული დალია,

შენი თვალები გადაურჩა მხოლოდ სიბერეს,
შენმა თვალებმა შეისრუტა ყველა ტკივილი,
სველი თვალები მომავალში აღარ იბედებს,
კვლავ გააგრძელოს სევდის წინაშე დე ჭიდილი.