წინაპარი

ნალიას რომელსაც შრომის აქვს სუნი,
ქუხნას წინაპრის ალი ეტყობა ,
ალალი ძროხის ნამშობი ფური,
მეზობლის ხართან ჩხუბით ერთობა.

სიმინდს რომელსაც ბაბუის ხელი ,
ატყვია როგორც ნასროლი ტყვია,
როგორ მაფიქრებს ეს ყველაფერი,
მაგრამ არასდროს არ არის გვიან .

რომ შენს ეზოში სულ სხვა სუნია ,
და არ წაშლილა ჯერ ნაფეხური,
ირგვლივ სულ ყველა გაბადრულია,
და მარტო დგახარ გულგახეული.