აფხაზეთი

რაგჭირთ ძმებო? რაგჭირთ ძმებო? აფხაზნო
დაგავიწყდათ გუშინდელი ნადიმი?
რაგჭირ დებო? რაგჭირთ დებო? ლამაზნო
ფეხით რომგადათელეთ საუკუნის მანდილი.

ფიალები ერთად არვსვით გუშინწინ?
როცა ერთად მიწას კბილით ვიცავდით !
დღეს ჯობია თურმე კაცი თუ იწვი,
თორემ ადრე ერთმანეთსაც ვფიცავდით.

რატომ არის ისევ მთელი ის ხიდი?
სამშობლო რომ ორად მაგან გაგვიყო,
გულს მიჭეჭკავს აფსუების ხითხითი,
როცა ხვიჩა მოკლეს გოჩა სად იყო?

მე ენგურის დიდად მშურს  კვლავაც მახრჩობს,
მხოლოდ ის რომ შემოგიარს ყოველდღე,
სურნლება ისე ისე დიდად  ათრობს,
ავასირხვას დააყოლებს მომენდე.

მაგრამ ჩვენთან დასისხლული ბრუნდება,
შენი ცქერით აღელვება უცდია,
იმ საზღვარმა არ დაინდო ბუნება,
კოლხთა ხორცი ენგურისთვის უცლია.

და ასერომ ყველაფერი დამთავრდა,
საბოლოოდ აატირეთ ენგური,
იმის მერე სულ ყოველდღე კაწრავდა,
და ცრემლებიც დაყვებოდა ბებრული.