„ქარი გაგიჟდა, ქარი გაგიჟდა. აცხადებს ლანჩხუთი“


შუა ღამისას ქალაქ ლანჩხუთს თავს დაატყდა გაგიჟებული ქარი,რომელსაც თვალები აცრემლებოდა და თავისი თან ხმამაღალი და თან ჩუმი ხმით აცხადებდა : სადარის ჩემი შვილი? სად არის ჩემი შვილი? დაბორიალობ და დაქროდა ეს ამბავი კი ქარის მამამთილმა (სიომ) მთელ ქვეყანას მოსდო და ატყდა ერთი ამბავი.ქარს მძევლებად შემოდგომის ფოთლები ჰყავდა აყვანილი და სასირცხვილოდ აკრავდა ნაგავს ღობეებზე, 
სულ ცოტახნის შემდგე ქალაქში ატყდა კარების ბრახუნი. ქარი გაგიჟდა! ჩალეწა ყველა მატყუარა ფანჯარა,მოკლა ყველა მატყუარა ხე და გადაღლილი ქალაქის გარეუბნებში ჩაწვა.

დილისთვის ყველა ტელევიზია და ყველა გაზეთი ღრმა მწუხარეით იუწყებიან ქარის შვილის ქალიშვილის ქარდაცვალებას და საქართველოს პროკურატურა იმედს აძლევს ქარს რომ აუცილებლად დაისჯება ფორთოხალი მისი დაღუპისთვის და სასიკვდილო თამაშში ჩათრევისთვის 
ახლა კი ექსკლუზიურად სახელმწიფო ტელევიზია გიჩვენებთ ქარის შვილის ბოლო სიტყვებს რომელიც მოგვაწუდა ბაღის ბალახებმა „მე მხოლოდ ფორთოხლის გადარჩენას ვცდილობდი რომელიც ნაადრევად მოსწყდა ოჯახს,ის ხომ სულ პატარა იყო და შემეშინდა ძირს დაცემის დროს გული არ გაუსკდესთქო და ვზდიე მანამ სანამ არ მივაღწია სრულ სიმშვიდემდე, სიმშვიდემ კიდე არ დამინდო და იქვევე ჩემი დამშვიდება სცადა“ .
მამა გრიგალი, დედა ქარი, ბაბუა სიო, ბებია ნიავი,წვიმიანი ამინდები,მზიანი ამინდები და ფიფქები, ღრმა მწუხარებით იუწყებიან, ქარის შვილის ქალიშვილის გარდაცვალებას, გამოსვენება სამ საათზზეზეციდან, დაკრძალვა გაიმართება ფორთოხლის ბაღში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი