ჩემს ძვირფას მკითხველს


რომ წაიკითხავთ თქვენ ამ ლექსებს, ჩემო მკითხველო
და გაეცნობით მრავალ წლების ნაშრომს, ნაოფლარს,
თუ მოგეწონათ -ვიცი სათუთად მოეფერებით,
თუ კი არა და ნუ დამიმზგავსებთ ამ წიგნს ნაოხრალს.

მე ცხოვრებაში რაც ვიხილე და გამოვცადე,
სულ ყველაფერი მინდა გაცნობოთ და გაგიმხილოთ,
გულთან მიიტანთ ჩემს გულისცემას-გამიხარდება,
თუ კი არა და ძალიან გთხოვთ არ გაიცინოთ.

ბევრზე მინდოდა პირში მეთქვა სწორი სათქმელი
და ამეხილა მათთვის თვალები დაბრმავებული,
ესწავლათ სითბო, სიყვარული და მოფერება,
ნუ იქნებოდნენ შუღლით და ბოღმით გაავებული.

ბევრმა გამიგო, ბევრმაც ისევ ძველ დოლს დაუკრა,
არ ამოიღეს გულიდან ბოღმა მტკიცედ ნადები,
რაც რომ ჩვეოდათ, იმ ჩვევას გაჰყვნენ, არ უღალატეს
და ვერ შევძელი გავმხდარიყავი მათი თავდები.

წლები მიჰქრიან, დრო წინ მიდის, ნელა ვბერდებით,
არავინ ფიქრობს თუ მოგველის აქედან წასვლა,
ცხოვრების კიბეს ჩვენ მივუყვებით სულ ზევით, ზევით,
ვცდილობთ და გვინდა ბოლო მწვერვალზე როგორმე ასვლა.

ავალთ და იქაც დაგველევა საფეხურები,
აღარ ვიფიქრებთ მის ვიცნობდით, მეგობარს, რა გვარს,
გადავაბიჯებთ ბილო საფეხურს, ისევ მაღლისკენ
და ვერ მივხვდებით, როგორ მოვახდენთ მიწაზე ბრაგვანს.

მეც ასე ნელა მივიყვები ცხოვრების გზებს და 
ბევრჯერ მომიხდა მაღლა ასვლისთვის კიბის გამოცვლა
მივფორთხა კიდევ, ბოლოს ვიცი ალბათ ავაღწევ
და კარგად ვიცი აღარ მომიწევს კიბით ჩამოსვლა.

რომ წაიკითხავთ რომელიმე ლექსს, კარგად დაფიქრდით,
რომ მე ვყოფილვარ კაცი,ადრე პირში არ მთქმელი,
მიტომ მოვკიდე კალამს ხელი ჩემო კარგებო,
ლექსით გავბედე-- მაპატიონ ბევრზე სათქმელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი