ტასო ვარ თუ პეპი?!


პეპის თუ მეძახიან,
ტასო რაღას დამარქვეს,
დოლს ნუ უბრახუნებო,
ჰოდა, ლამის წამართვეს.

რომ იცოდეთ, ეს დოლი
გუშინ მამამ მიყიდა.
კი არ დავაბრახუნებ,
კლიპს ვამზადებ დილიდან.

თქვენ კი სულ არ მიჯერებთ,
სიმღერესაც მიწუნებთ,..
თქვენი შიშით ოდნავაც
ვეღარ დავიწუწუნებ?!

ბარემ, მტრედის ბუდეში
მათვლევინეთ ხუნდები,
გრძელი წინდაც ჩამაცვით,
მაწვევინეთ გუფთები.

პეპი ნუღარ გგონივართ,
თორემ გაგიბრაზდებით,
ავდგები და პეპისთან
მართლა გავიპარები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი