ამქვეყნიური ფილოსოფია


საღამოს ლურჯი თვალების ხიბლი
შორს ჰორიზონტი, ახლოს -ნაპირი
სევდით დაღალულ ფიქრთა რონინი,
დრო - ზღვის ქაფივით მაცდუნებელი.
        პირველი ფიფქის უმანკო სუნთქვა,
        უკანასკნელის ვარდნა ტალახში.
        ღრუბლების ზემოთ თუ არ ფრენს სული,
        სახიფათოა ბედთან თამაში.
ბნელ ტარტაროსში ცვივა ვარდები,
კიკლობს ეშვები აულესია.
ამაოების ქოთქოთ ქაოსი-
ამქვეყნიური ფილოსოფია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი