მზეა თაკარა


მზეა თაკარა-
მერე რა თუ შუაღამეა.
მზეა თაკარა,
ალაგ დღეა, ალაგ ღამეა.
მზეა თაკარა,
დარია და თან ავდარია.
სულმა სხეული იუცხოვა- 
  რამ გადარია.
სამყაროს ფეთქვას ვაყურადებ -
  გულის რიტმს ვუსმენ.
თვალს ვერ ვწყვეტ ზეცას- 
  დედამიწა დედაა ჩემი.
უსასრულობის სასრულ ზღვართან
ოდესღაც ვიდექ,
ვერაფერს მივხვდი.
 ვიპოვე და...
დავკარგე კვალი.
მზეა თაკარა,
მერე რა თუ შუაღამეა.
მზეა თაკარა-
ალაგ დღეა, ალაგ ღამეა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი