0 95

როგორ გამაოცე


როგორ გამაოცე,
ჩუმად ამეკიდა ეჭვი გარეწარი ,
ვეღარ შევაჩერე,
ვეღარ დავაჯერე თავხედი გულისთქმა.
როგორ გამაოცე
პირველი წუთიდან როცა გაგიცანი,
არ არსებობსო ასეთი სიყვარული, ღალატმა -უღირსმა. 
როგორ გამაოცე,
როცა ვაცილებდი ცრემლებს ხმაურიანს,
დრო როცა გავიდა,
როცა მანძილებმა იწყეს გაფითრება,
ვეღარ დავიჯერე...
ნუთუ შენზე ფიქრი ასე სათუთია,
ვეღარ დავიჯერე,ნუთუ მონატრებამ ასე გამიმეტა.
როგორ გამაოცე,
ცისკარს ვდარაჯობდი თურმე არ მოსვლამდე.
სუთქვა მეკვრებოდა, როცა ხელისგულზე მოკვდა კამელია.
როგორ გამაოცე 
როცა სიყვარულში თავი გამოვცადე 
როცა შენთან ყოფნა ,ცივი უშენობის ცხადში ამერია..
როგორ გამაოცე...
როგორ გამაკვირვე...
ახლა მზის სხვენიდან ბარდნის იმ ყვავილებს .
კომენტარები (0)