რა უგულოდ ბერდებიან გერბერები ..


რა უგულოდ ბერდებიან გერბერები.
სილამაზის გარჩევაც კი გაჭირდა,
თავაშვებულ სტრიქონებით გეფერები,
რადგა ყალბი, არაფერი არ მინდა!
გაყინულ და არაფრისმთქმელ თვალით მიმზერს 
ქუჩა, ამდენ ცოდვილ სულის მოწამე.
უმიზეზო ფორიაქი დავივიწყე,
რადგან ასე შეგიყვარე მოსვლამდე.
რა არ ხდება ამ პატარა კერიაზე ,
ნუგეშიც კი ზოგჯერ არის ციება.
უაზროა,დამიჯერე ეს სიბრაზე,
რადგან მეტად აღარ გვეპატიება;
ჩვენ არ ვიცით სად წყდებიან ეს შუკები,
უხალავი ქარაფებიც აღარ ჩანს .
დაგვცინიან ეს პატარა ბეღურები
ჩრდილის ქოხში ეძებენო რაღაცას;
დაგვცინიან ეს წუთები ორიოდე ,
და ტკივილიც ამ ცხოვრების ცრემლია.
სიყვარული არ ბერდება არასოდეს 
სხვა კი, მართლა, ყველაფერი ძველია.
რა უგულოდ ბერდებიან გერბერები,
სილამაზის გარჩევაც კი გაჭირდა.
თავაშვებულ სტრიქონებით გეფერები,
რადგა ყალბი არაფერი არ მინდ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი