ელისო ფიჩხაია

ფილოლოგი

***

თუ გულგრილობას დამწამებენ ჩემებრ ცოდვილნი,
თუ შეცდომებმა ჩემს გრძნობებზე ჯავრი იყარეს, 
თუკი არავის დააფიქრებს ჩემი ლოდინი, 
შენ შემიბრალე!.. 
თუ გულახდილი ვერ ვიქნები წვიმის ხმასავით, 
თუ ფიფქებივით მოფერება ვეღარ ვისწავლე, 
თუ ქარებივით ამერია სადმე გზა - კვალი, 
შენ შემიფარე!.. 
თუ მომბეზრდება ყველაფერი ჩვეულებრივი, 
თუ ეს ცხოვრება სიკვდილამდე ვეღარ ვიკმარე,
თუ სიყვარული დამეკარგა თეთრი გედივით, 
შენ დამიფარე!..